ლინას ლინკევიჩუსი - 21 ნოემბერს დაგეგმილი ახალი უმაღლესი ფორმატის შეხვედრა საქართველოს ევროკავშირთან აახლოებს
ლინას ლინკევიჩუსი - 21 ნოემბერს დაგეგმილი ახალი უმაღლესი ფორმატის შეხვედრა საქართველოს ევროკავშირთან აახლოებს

ევროკავშირთან უმაღლესი დონის ფორმატის შეხვედრაზე საქართველოს საშუალება მიეცემა, წარადგინოს თავის ხედვა ევროკავშირთან არსებული მექანიზმების გამოყენებაზე, ეკონომიკასა და თავისუფალ ვაჭრობაზე, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

ევროკავშირ-საქართველოს შორის ახალი უმაღლესი ფორმატით პირველი შეხვედრა 21 ნოემბერს გაიმართება.

„წელს საქართველოს მთავრობასთან დაგეგმილი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს პროცესი საქართველოს ევროკავშირთან აახლოვებს. ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, როგორ გამოიყენებთ ამ ფორმატს. ეს არის შესაძლებლობა, წარადგინოთ თქვენი ხედვა, კონკრეტული ნაბიჯები რეფორმებზე, ევროკავშირთან არსებული მექანიზმების გამოყენებაზე, ეკონომიკაზე, სოფლის მეურნეობაზე, ვაჭრობაზე, თავისუფალ ვაჭრობასა და სხვა უამრავ ასპექტზე.

შეხვედრა საუკეთესო პლატფორმა იქნება სასაუბროდ. თუ მხოლოდ პროტოკოლისთვის გამოიყენებთ, მაშინ ეს იქნება მხოლოდ პოლიტიკური გზავნილი და არაფერი მეტი. დარწმუნებული ვარ, თქვენ გააკეთებთ მაქსიმუმს. ამ შეხვედრისთვის მოსამზადებლად ვხედავ, რომ მთავრობა მონდომებულია. ჩვენც შეგვიძლია გამოცდილება გაგიაზიაროთ“, – განაცხადა ლინას ლინკევიჩუსმა.

დატოვე კომენტარი