ლინას ლინკევიჩიუსი - მთელი გულით გისურვებთ სიძლიერესა და სიბრძნეს წარმატებული საქართველოს შექმნაში, საქართველო ევროპაა
ლინას ლინკევიჩიუსი - მთელი გულით გისურვებთ სიძლიერესა და სიბრძნეს წარმატებული საქართველოს შექმნაში, საქართველო ევროპაა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს Twitter-ზე ულოცავს.

მილოცვის ტექსტი Twitter-ზე ქართულად არის გამოქვეყნებული.

„მთელი გულით გისურვებთ სიძლიერეს და სიბრძნეს წარმატებული საქართველოს შექმნაში! საქართველო ევროპაა!“, – წერს ლინას ლინკევიჩუსი ტვიტერზე.