ლინას ლინკევიჩიუსი გიორგი გახარიას ლიტვაში ვიზიტს Twitter-ის გვერდზე ეხმაურება
ლინას ლინკევიჩიუსი გიორგი გახარიას ლიტვაში ვიზიტს Twitter-ის გვერდზე ეხმაურება

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას ლიტვაში ვიზიტს Twitter-ის გვერდზე ეხმაურება. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

„საქართველოს ვიცე-პრემიერსა და შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონ გიორგი გახარიას შევხვდი. განვიხილეთ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის ამოქმედებიდან ერთი წელი. ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების გადაადგილებისა და მიგრაციისთვის შესაფერისი, უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს შეუძლია, ლიტვის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს“, – წერს ლინკევიჩიუსი Twitter-ზე.

ლიტვის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ლიტვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ლინას ლინკევიჩიუსს შეხვდა.