ლინას ლინკევიჩიუსი – დარწმუნებული ვარ, საქართველო მალე გახდება ნატო-ს წევრი

14:09, 12.07.2018

დარწმუნებული ვარ, საქართველო მალე გახდება ნატო-ს წევრი, – წერს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი.

„საქართველოს უზარმაზარი კონტრიბუცია ნატო-ს ოპერაციებში და უნიკალური პარტნიორობა ალიანსთან არის ნატო-ს მთავარი არსის, ნამდვილი სოლიდარობის განსახიერება. დარწმუნებული ვარ, საქართველო მალე გახდება ნატო-ს წევრი. საქართველო, ჩვენგან სრული მხარდაჭერა გაქვთ“, – წერს ლინკევიჩიუსი, რომელიც ბრიუსელში მიმდინარე ნატო-ს სამიტს ესწრება.

 

მსგავსი