LImpératrice-ის კონცერტ​ზე დასწრების მსურველებისთვის, თბილისი-ბათუმის მიმართულებით 15 აგვისტოს დამატებითი მატარებელი დაინიშნება, რომელიც Black Sea Arena-ს ბაქანზე გაჩერდება
LImpératrice-ის კონცერტ​ზე დასწრების მსურველებისთვის, თბილისი-ბათუმის მიმართულებით 15 აგვისტოს დამატებითი მატარებელი დაინიშნება, რომელიც Black Sea Arena-ს ბაქანზე გაჩერდება

LImpératrice-ის კონცერტ​ზე დასწრების მსურველებისთვის, თბილისი-ბათუმის მიმართულებით 15 აგვისტოს დამატებითი მატარებელი დაინიშნება, რომელიც Black Sea Arena-ს ბაქანზე გაჩერდება, – ამის შესახებ აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელსაც Black Sea Arena-ს პრესსამსახური ავრცელებს.

„წელს Black Sea Arena მსმენელს სრულიად ახალ, განსხვავებულ საკონცერტო გამოცდილებას სთავაზობს. ამჯერად კონცერტი არა უშუალოდ არენას სცენაზე, არამედ მის ეზოში გაიმართება. ეს სიახლე ჩვენი თავგადასავლის ნაწილია, რომელიც ზაფხულში შეკვეთილის გრილი საღამოს საუკეთესოდ გატარების საშუალებას მოგცემთ.

15 აგვისტოს ღონისძიებაზე უფრო მეტი საცეკვაო ადგილიც გვექნება, მაშინ, როცა Black Sea Arena-ს ეზოს LImpératrice-ის მუსიკა დაიპყრობს.

15 აგვისტოს შეკვეთილისკენ მოსახერხებელ და უსაფრთხო მგზავრობაზე „საქართველოს რკინიგზა“ იზრუნებს. 15 აგვისტოს თბილისი-ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი დაინიშნება, რომელიც Black Sea Arena-ს ბაქანზე გაჩერდება.

ბაქანი საკონცერტო დარბაზთან ძალიან ახლოს მდებარეობს. მატარებელი თბილისის ცენტრალური სადგურიდან 13:10 საათზე გამოვა და კონცერტის შემდეგ, 23:40-ზე დაბრუნდება.

ტრადიციულად, Black Sea Arena-ზე მომავალი მსმენელის კომფორტს „ბენე ექსკლუზივი“ უზრუნველყოფს. ავტობუსები თბილისიდან, ქუთაისიდან და ბათუმიდან გამოემართებიან შეკვეთილისკენ. ბილეთების შეძენა „ბენე ექსკლუზივის“ ვებგვერდზე შეგიძლიათ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი