ლიმის ჯგუფის წევრები ნიკოლას მადუროს კოლუმბიელი ტერორისტების დაცვაში ადანაშაულებენ
ლიმის ჯგუფის წევრები ნიკოლას მადუროს კოლუმბიელი ტერორისტების დაცვაში ადანაშაულებენ

ლიმის ჯგუფის წევრები ნიკოლას მადუროს კოლუმბიელი ტერორისტების დაცვაში ადანაშაულებენ, – ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების ლიდერების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია საუბარი.

ვენესუელას კრიზისის აღმოსაფხვრელად შექმნილი ლიმის ჯგუფი მკაცრად გმობს ვენესუელას ლიდერის, ნიკოლას მადუროს ნებისმიერ ქმედებას, რომელიც რეგიონის უსაფრთხოებას რისკის წინაშე აყენებს.

პერუში გამართული შეხვედრის დროს ჯგუფის წევრებმა ნიკოლას მადუროს მხარდამჭერ ქვეყნებსაც მოუწოდეს. ლიმის ჯგუფის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა რუსეთს, თურქეთსა და სხვა ქვეყნებს ვენესუელაში ძალაუფლების დემოკრატიული გზით შეცვლის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. დოკუმენტში ასევე განმარტებულია, რომ გაერო-მ და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა იმ ქვეყნებთან უფრო მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ, რომლებიც ვენესუელელ მიგრანტებს იღებენ.

პარალელურად, ვენესუელასა და კოლუმბიის საზღვარზე არეულობის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია. „როიტერმა“ თვითმხილველების მიერ გადაღებული ვიდეომასალა გაავრცელა, რომელიც ორი ქვეყნის საზღვარზე, ხიდთან არის გადაღებული. კადრებში ჩანს, რომ ვენესუელას მხარეს სროლა იყო. სააგენტოს ცნობით, სროლის შემდეგ კოლუმბიის საზღვარზე მყოფმა სამართალდამცველებმა კონტროლი გაამკაცრეს.