ლილოში ავტოავარიის შედეგად რვა ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს
ლილოში ავტოავარიის შედეგად რვა ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს

რვა ადამიანი დაშავდა ლილოში მომხდარი ავტოავარიის შედეგად.

ერთმანეთს ოთხი ავტომანქანა შეეჯახა, აქედან ორი მიკროავტობუსი.

თვითმხილველების თქმით, ერთ-ერთი მიკროავტობუსი ამოტრიალდა და ამ დროს მას მეორე მიკროავტობუსი შეეჯახა. მათი თქმით, მოქალაქეებს მძიმე დაზიანებები არ ჰქონდათ.

ტერიტორიაზე სახანძრო ჯგუფი და პოლიცია მუშაობს.

როგორც პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.