ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარია

08:56, 08.02.2021

ხანძარია თბილისში, ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე. ცეცხლი სავარაუდოდ ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა.

როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე ცხრა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს და მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები.

მსგავსი