„ლილო მოლის“ გენერალური დირექტორი - ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია თითოეული სიცოცხლე, რომელიც დაწესებული შეზღუდვებით გადარჩება
„ლილო მოლის“ გენერალური დირექტორი - ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია თითოეული სიცოცხლე, რომელიც დაწესებული შეზღუდვებით გადარჩება

ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია თითოეული სიცოცხლე, რომელიც გადარჩება დაწესებული შეზღუდვებით, – ამის შესახებ „ლილო მოლის“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი კვარაცხელიამ მთავრობის წევრებს, ეპიდემიოლოგებსა და ბიზნესსექტორს შორის დღეს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში ბიზნესის წარმომადგენლებს აქტიური კომუნიკაცია აქვთ მთავრობასთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„ეს დღეები აქტიურ კომუნიკაციაში ვართ მთავრობასთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ბიზნესი რთულ პირობებში ჩავარდება ნებისმიერი შეზღუდვით, თუმცა ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია თითოეული სიცოცხლე, რომელიც გადარჩება იმ შეზღუდვებით, რომელსაც დააწესებენ. ვიმედოვნებთ, რომ შეზღუდვები იქნება ადეკვატური იმისა, რა სიტუაციაც დღეს გვაქვს“, – განაცხადა „ლილო მოლის“ გენერალურმა დირექტორმა.