„ლილო მოლის“ ტერიტორიაზე ხანძარია [ფოტო, ვიდეო]

15:43, 28.01.2025

სავაჭრო ცენტრ „ლილო მოლის“ რამდენიმე მაღაზიაში ხანძარია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცეცხლი ხუთი ათას კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და მიმდინარეობს ქრობის პროცესი.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები და სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

მსგავსი