„ლილო მოლის“ დირექტორი - ორ კვირაში ერთხელ მოხდება თანამშრომლების 20 პროცენტის ტესტირება, რაც მოგვცემს საშუალებას, სრულად ვაკონტროლოთ ეპიდემიოლოგიური ვითარება
„ლილო მოლის“ დირექტორი - ორ კვირაში ერთხელ მოხდება თანამშრომლების 20 პროცენტის ტესტირება, რაც მოგვცემს საშუალებას, სრულად ვაკონტროლოთ ეპიდემიოლოგიური ვითარება

ორ კვირაში ერთხელ მოხდება თანამშრომლების 20 პროცენტის ტესტირება, რაც მოგვცემს საშუალებას, სრულად ვაკონტროლოთ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია, – ამის შესახებ „ლილო მოლის“ დირექტორმა გიორგი კვარაცხელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, განხორციელდება მომხმარებელთა თერმოსკრინინგი, ხელების დამუშავება, გაკონტროლდება პირბადის ტარება, ასევე ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები.

„ლილო მოლის“ დირექტორი ამბობს, რომ მზად არიან, ხვალ მუშაობა განაახლონ.

,,ერთადერთი, რაც ახლა დაგვემატა, არის ტესტირება თანამშრომლების, მეწარმეების და მათი თანამშრომლების. ყოველ ორ კვირაში ერთხელ მოხდება 20 პროცენტის ტესტირება, მოგვცემს საშუალებას, სრულად ვაკონტროლოთ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია. რაც შეეხება მომხმარებლებს, მათთვის უსაფრთხო იქნება ყველაფერი, ღია სივრცეა. მოხდება თერმოსკრინინგი, ხელების დამუშავება და გაკონტროლდება პირბადის სწორად ტარება. მზად ვართ, რომ ხვალ დილისთვის  განვაახლოთ მუშაობა, ბიზნესის გადარჩენის პერიოდი იწყება. სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურად ჩატარდება. თუ გავითვალისწინებთ, რომ თებერვალია და არასავაჭრო პერიოდია, ხალხის მოზღვავება არ იქნება და ვითარება კარგად გაკონტროლდება“, – აღნიშნა გიორგი კვარაცხელიამ.