ლილიან მორი პასკიე - მინდა აღვნიშნო, რამდენად პოზიტიური და პროგრესული იყო დემოკრატიულობის თვალსაზისით ის გზა, რომელიც საქართველომ გაიარა 20 წლის განმვალობაში
მინდა აღვნიშნო, რამდენად პოზიტიური და პროგრესული იყო დემოკრატიულობის თვალსაზისით ის გზა, რომელიც საქართველომ გაიარა 20 წლის განმვალობაში, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ლილიან მორი პასკიემ საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. მან ევროპის საბჭოში საქართველოს გაწევრიანების 20 წლისთავის შესახებ ისაუბრა.
„საქართველო ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლისთავს აღნიშნავს და აქ სწორედ ამ იუბილესთვის ჩამოვედი. მინდა აღვნიშნო რამდენად პოზიტიური და პროგრესული იყო დემოკრატიულობის თვალსაზისით ის გზა, რომელიც საქართველომ გაიარა ამ 20 წლის განმვალობაში. იყო რეფორმები მართლმსაჯულების, ადამიანის უფლებების სფეროში, სადაც მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეთ. ეს ერთობლივი საქმიანობის შედეგიცაა.
საქართველო იზიარებს იმ ღირებულებებს, რაც ევროსაბჭოს აქვს, მჭიდროდ თანამშრომლობს ვენეციის კომისიასთან, გრეკოსთან, საპარალმენტო ასამბლეასთან. ძალიან კონსტრუქციული ძვრები მოხდა დემოკრატიის თვალსაზისით. საქართველო არის საბჭოს სრულუფლებიანი წევრი და ნოემბრიდან მაისამდე ის თავმჯდომარე ქვეყანა იქნება. ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება. ეს დამატებითი პასუხისმგებლობაა საქართველოსთვის, ისევე, როგორც ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელიც ამ პოზიციას იკავებს. ჩვენ ღირებულებებს უფრო გაესმევა ხაზი. ეს თანამშრომლობა გრძელდება და ყველა წევრ ქვეყანას აქვს საშუალება, რომ თავისი პრიორიტეტები წამოწიოს წინ. რა პრიორიტეტები ექნება საქართველოს, სწორედ ამ ვიზიტის ფარგლებში ვაპირებ ამის გაგებას.
ლილიან მორი პასკიემ ასევე ისაუბრა საქართველოს მთავარი მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ.
„ძალიან დიდი ძვრები იყო დემოკრატიის თვალსაზრისით. პარლამენტის როლის გაძლიერება და მისი ორგანიზაციულობა – ეს ყველაფერი უფრო იხვეწება. 2024 წლისთვის იქნება მორიგი საპარლამენტო არჩევნები, პარლამენტი სრულად პროპორციული წესით აირჩევა და ეს მნიშვნელოვანი პროგრესია.
მნიშვნელოვანი იყო სამართლებრივი რეფორმებიც. ეს არის პროცესი, რომელიც მუდმივად გრძელდება, ყოველთვის არის საშუალება, რომ რაღაცის გაუმჯობესება მოხდეს. ჩვენ ყველა სფეროში ვთანამშრომლობდით. ევროსაბჭო შეიქმნა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის ნანგრევებზე და ის შეიქმნა იმისათვის, რომ დაეცვა დემოკრატია ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა. იქითა კვირაში არის საზეიმო თარიღი, საბჭო 70 წლის ხდება და ეს ჩვენს ღირებულებებს კიდევ უფრო უსვამს ხაზს. საქართველოს თავმჯდომარეობისთვის ეს ორმაგი ზეიმია“, – განაცხადა ლილიან მორი პასკიემ.