ლილარდის 36 ქულა "ოკლაჰომასთან" მოგებულ მატჩში
ლილარდის 36 ქულა "ოკლაჰომასთან" მოგებულ მატჩში

“პორტლენდმა ” საკუთარ კედლებში “ოკლაჰომას” უმასპინძლა და ძლიერ მეტოქეს დაძაბულ ბრძოლაში  4 ქულის სხვაობით სძლია.

“ტრეილ ბლეიზერსი” “სანდერსთან” მთელი მატჩის განმავლობაში ლიდერობდა. აღსანიშნავია, რომ მსაჯებმა უხეშობისთვის შეხვედრის მესამე პერიოდში კარმელო ენტონი გააგდეს მოედნიდან. მიუხედავად ამისა, “ოკლაჰომა” მეტოქეს დიდ გაქცევას არ აკეთებინებდა და უკანასკნელ წამებამდე მატჩი დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა.

საბოლოოდ დემიენ ლილარდის ბრწყინვალე თამაშის წყალობით “პორტლენდმა” 103-99 მოიგო. პორტლენდელთა ლიდერის ანგარიშზე 36 ქულა, 5 მოხსნა და 13 პასია. ნურკიჩმა პირად აქტივში 25 ქულა ჩაიწერა.

“ოკლაჰომას” რიგებში 27 ქულით საუკეთესო პოლ ჯორჯი იყო, ვესტბრუკბმა 25 ქულა დააგროვა.

“სანდერი” მომდევნო მატჩს 8 ნოემბერს სტუმრად საკრამენტოში გამართავს. “პორტლენდი” კი იმავე დღეს შინ “მემფისს” მიიღებს.