ლიხტენშტეინის პრინცის, ჰანს-ადამს II – ის მეუღლე პრინცესა მარია გარდაიცვალა

13:14, 22.08.2021

81 წლის ასაკში ლიხტენშტეინის პრინცის ჰანს-ადამს II- ის მეუღლე, პრინცესა მარია გარდაიცვალა. მან რამდენიმე დღის წინ ინსულტი გადაიტანა, რის შემდეგაც მისი მდგომარეობა თანდათანობით გაუარესდა.

ის ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა.

პრინცესა მარია 1940 წელს, გრაფის ოჯახში , პრაღაში დაიბადა. 1967 წელს კი ჰანს-ადამს II -ზე იქორწინა.

წყვილს ოთხი შვილი ჰყავს.

მსგავსი