ლიხტენშტაინის სამთავროს პარლამენტის თავმჯდომარე - შალვა პაპუაშვილთან შეხვედრაზე საქართველოზე ვისაუბრეთ, როგორ ცდილობთ, გახდეთ ევროკავშირის წევრი, რამდენადაც შევძლებთ, ჩვენ მხარს დაგიჭერთ
ლიხტენშტაინის სამთავროს პარლამენტის თავმჯდომარე - შალვა პაპუაშვილთან შეხვედრაზე საქართველოზე ვისაუბრეთ, როგორ ცდილობთ, გახდეთ ევროკავშირის წევრი, რამდენადაც შევძლებთ, ჩვენ მხარს დაგიჭერთ

ლიხტენშტაინის სამთავროს პარლამენტის თავმჯდომარე ალბერტ ფრიკსი აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა. მისივე თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს შესახებ, როგორ ცდილობს ქვეყანა, გახდეს ევროკავშირის წევრი.

„ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები და უკეთ გავიცანით ერთმანეთი. ბევრი ვისაუბრეთ საქართველოს თაობაზე და როგორ ცდილობთ, გახდეთ ევროკავშირის წევრი. ვთქვი, რომ ამ საქმის გაკეთებაში დაგეხმარებით, რამდენადაც შევძლებთ, მხარს დაგიჭერთ, რომ ევროკავშირის წევრი გახდეთ.

საქართველოს დელეგაციას საშუალება ექნება, გაეცნოს ჩვენს ქვეყანას, იმას, როგორ მუშაობს ჩვენი პარლამენტი. ასევე კულტურული ღონისძიება გვექნება ეროვნულ მუზეუმში და ამის შემდეგ გავაგრძელებთ ჩვენს დისკუსიას. დელეგაციის ვიზიტი ხანმოკლეა და დროს მაქსიმალურად გამოვიყენებთ, რომ შეხედულებები გავცვალოთ“, – განაცხადა ალბერტ ფრიკსმა.