ლიკანში, ტყის მასივში ხანძარია

15:03, 01.09.2022

ლიკანში ხანძარია, ცეცხლი ტყის მასივს უკიდია.

როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე იმყოფებიან სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

რა ფართობზეა ხანძარი გავრცელებული ამ ეტაპზე უცნობია.

ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაცით, ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

მსგავსი