ლიგის ფინალის წინ, კიევში „გაზპრომის” ბანერები აიღეს

18:16, 22.05.2018

ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ, კიევის ქუჩებში დემონტაჟი ჩაუტარდა ბანერებს “გაზპრომის” ლოგოთი.

რუსული კომპანია ჩემპიონთა ლიგის ოფიციალური სპონსორია.

ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა კიევის საქალაქო ადმინისტრაციამ.

„ქალაქის ადმინისტრაცია მოელაპარაკა უეფა-ს რუსული კომპანია “გაზპრომის” სარეკლამო მასალების დემონტაჟზე.

იგეგმებოდა წინააღმდეგობის აქციები, ვანდალიზმი და გრაფიტ-შოუ. ახლა, ეს ყველაფერი თავიდან ავიცილეთ, რადგან უეფა დაეთანხმა ჩვენს პოზიციას იმის შესახებ, რომ შეუძლებელი იქნებოდა “გაზპრომის” ლოგოების გამოყენება. ყველაფერი აღებულია”, – წერია განცხადებაში.

უფრო ადრე, ქალაქის მთავრობა დაპირდა მოსახლეობას, რომ არ განათავსებდნენ “გაზპრომის” ბანერებს ქალაქის ქუჩებსა და ფანზონებში.

მსგავსი