ლიგა2 I „ლოკომოტივმა“ ლიდერი „გარეჯი“ დიდი ანგარიშით დაამარცხა #1TVSPORT
თბილისის „ლოკომოტივმა“ ეროვნული ლიგა 2-ის ლიდერს, საგარეჯოს „გარეჯს“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დაამარცხა, 3:0.
თბილისის ზღვაზე მდებარე „ილია კოკაია – არენაზე“ გამართული ამ შეხვედრით ლიგა 2-ში მეექვსე ტური დაიწყო. თბილისური კლუბი პირველ ტაიმში სწრაფად დაწინაურდა. მე-15 წუთზე „გარეჯის“ კარი თორნიკე კურტანიძემ აიღო და „ლოკომოტივმა“ ტაიმი 1:0 მოიგო.
გიორგი მინაშვილის გუნდმა მეტოქეს შესვენების შემდეგ კიდევ ორჯერ გაუტანა. 61-ე წუთზე მეტოქის კარი საბა-ამიკო კიკნაძემ აიღო. პირველი ორი გოლი ლუკა ჯაფარიძის გადაცემებით გავიდა. საბოლოო ანგარიში 90+5-ე წუთზე ლაშა კალანდაძემ დააფიქსირა, 3:0.
„ლოკომოტივმა“ ექვსი ქულა დააგროვა და მეშვიდე ადგილზე დაწინაურდა. „გარეჯმა“ (13) პირველი ადგილი შეიანრჩუნა, მაგრამ ტურის დანარჩენი მატჩები ხვალ გაიმართება და საგარეჯოელთა კონკურენტს, ბოლნისის „სიონს“ (12) გადასწრების შანსი გაუჩნდა.
ლიგა 2-ის მე-6 ტურის დარჩენილი მატჩები ხვალ, 7 პრილს გაიმართება:
პარასკევი, 7 აპრილი
„მერანი მრ.“ – „კოლხეთი 1913“
15:30, „მურთაზ ხურცილავა – არენა“, მარტვილი
„კოლხეთი ხობი“ – „სიონი“
15:30, „პაატა თათარიშვილი – არენა“, ხობი
„სპაერი“ – „ვიტ ჯორჯია“
15:30, სპაერის სტადიონი – თბილისი
„დინამო 2 თბ.“ – „მერანი თბ.“
18:00, „ვიტალი დარასელია – არენა“, თბილისი