ლიგა 2 | „სიონმა“ ლიდერობა დაიბრუნა #1TVSPORT
ლიგა 2 | „სიონმა“ ლიდერობა დაიბრუნა #1TVSPORT

ეროვნულ ლიგა 2-ში მე-16 ტურის დარჩენილი სამი მატჩი გაიმართა, რომლის შედეგებმაც სატურნირო ცხრილში ცვლილებები შეიტანა.

 

მარტვილის მერანი – გარეჯი 3:1

მარტვილში გამართულ შეხვედრაში „მერანი“ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ „გარეჯმა“ წინააღმდეგობა გაუწია და მასპინძლებმა 3 ქულა მხოლოდ ბოლოსკენ მოიპოვეს. გოლები ზვიად ქანთარიას (12), ლაშა ჯღამაიას (86) და ვასილ გოგოლიძის (90+5) ანგარიშზეა, ხოლო საგარეჯოელებიდან თავი გიორგი ტყეშელაშვილმა (75) გამოიჩინა.

 

„ვიტ ჯორჯია“ – „რუსთავი“ 1:1

ფეხბურთის ფედერაციის გლდანის საფეხბურთო ცენტრში „რუსთავი“ მე-13 წუთზე გიორგი გოცაძემ დააწინაურა. „ვიტ ჯორჯიამ“ ბოლომდე იბრძოლა და თორნიკე მუზაშვილმა 90+8-ე წუთზე გუნდს ქულა მოუტანა.

 

ჩიხურა – სიონი 2:5

„ჩიხურა“ ისევ დამარცხდა. ივანწმინდაში გამართულ შეხვედრაში საჩხერელები ამჯერად „სიონმა“ დიდი ანგარიშით დაამარცხა. მატჩის გმირი დათა სიჭინავა (27, 37) იყო, რომელმაც დუბლი შეასრულა და საგოლე პასი გააკეთა, თითო გოლი ლუკა ხორხელის (44), ჯაბა უგულავას (48) და გოგიტა გოგუას (73) ანგარიშზეა. საჩხერელებიდან გოლები ნოდარ თუთაშვილმა (49) და ნიკა ხარაიშვილმა (55) გაიტანეს. ბოლნისელთა მოთამაშე ლაშა უგრეხელიძე 66-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათისთვის მოედნიდან გააძევეს. ამ გამარჯვებით „სიონმა“ სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი დაიბრუნა და „გაგრას“ ისევ გაასწრო.

 

ეროვნული ლიგა 2

გუნდი მატჩი ქულა

1. სიონი 16 37

2. გაგრა 16 36

3. მერანი მრ 16 27

4. მერანი თბ 16 23

5. გარეჯი 16 23

6. ჯორჯია 16 22

7. შევარდენი 16 20

8. დინამო ზგ. 16 16

9. რუსთავი 16 15

10. ჩიხურა 16 5