ლიგა 2-ში სეზონის საუკეთესო შედეგი დაფიქსირდა - „სიონი“-„მერანის“ მატჩმა ნახვების რეკორდი მოხსნა #1TVSPORT
ლიგა 2-ში სეზონის საუკეთესო შედეგი დაფიქსირდა - „სიონი“-„მერანის“ მატჩმა ნახვების რეკორდი მოხსნა #1TVSPORT

საქართველოს ეროვნულ ლიგა 2-ში მიმდინარე სეზონის რეკორდი დამყარდა – გათამაშების ლიდერის, ბოლნისის „სიონისა“ და მარტვილის „მერანის“ მატჩი მარტვილელთა Youtube-არხზე 9 ათასამდე ადამიანმა იხილა – ამის შესახებ „მერანის“ პრეს-სამსახური იუწყება.

„ეროვნული ლიგა 2-ის მე-15 ტურის მატჩს „სიონსა“ და „მერანს“ შორის 8 583 ნახვა აქვს. ეს მიმდინარე სეზონში ყველაზე მაღალი რეიტინგია“, – წერს „მერანის“ პრეს-სამსახური.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ლიგის მატჩის ნახვების რეკორდი 2019 წელს დამყარდა. ეროვნული ლიგის 30-ე ტურში ბათუმისა და თბილისის დინამოელთა დაპირისპირებისას ახალი რეკორდი დამყარდა – თამაშს 38 625 ნახვა ჰქონდა.

მანამდე მატჩის ნახვის რეკორდი 2019 წლის 4 მაისს წყალტუბოში დამყარდა, როცა მეორე წრის XI ტურის მატჩზე, ქუთაისის „ტორპედოსა“ და ბათუმის „დინამოს“ (3:2) შორის, ეროვნული ლიგის Youtube-არხზე 33 722 ნახვა დაფიქსირდა.

იმ სეზონში, 2019 წელს ეროვნული ლიგის პირველი სამი წრის მატჩების ტრანსლაციების ნახვების რაოდენობამ 1 377 844 შეადგინა, ხოლო საშუალოდ მატჩზე 10 206 ნახვა ფიქსირდებოდა, რაც ქართულ რეალობაში მართლაც გამორჩეული მოვლენა იყო.

დატოვე კომენტარი