ლიგა 2-ში სეზონი განახლდა - ორი „მერანის“ ბრძოლაში თბილისელები დაწინაურდნენ #1TVSPORT
ლიგა 2-ში სეზონი განახლდა - ორი „მერანის“ ბრძოლაში თბილისელები დაწინაურდნენ #1TVSPORT

ეროვნულ ლიგა 2-ში გათამაშება თვენახევრიანი პაუზის შემდეგ მე-19 ტურის მატჩით განახლდა – თბილისის „მერანმა“ „ვიტ ჯორჯიას“ უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა.

„სპაერის სტადიონზე“ გამართულ შეხვედრაში „მერანი“ სწრაფად დაწინაურდა – „ვიტ ჯორჯიას“ კარი მე-5 წუთზე გურამ ლუკავამ აიღო, ხოლო მე-11 წუთზე მეორე გოლი ლუკა თოლორდავამ გაიტანა.

49-ე წუთზე ლუკავას დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ სტუმართა კარში დაბნიშნული პენალტით ვერ იარგებლა. თუმცა, „ვიტ ჯორჯია“ მესამე გოლს მაინც ვერ გადაურჩა – 71-ე წუთზე თავი ჯაბა კასრელიშვილმა გამოიჩინა.

„ვიტ ჯორჯიამ“ მხოლოდ სხვაობის შემცირება მოახერხა – 81-ე წუთზე „მერანს“ ავთანდილ სირაძემ გაუტანა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. თბილისელებმა ამ მოგებით 24 ქულა დააგროვეს და მეორეადგილოსან მარტვილის „მერანს“ (22) გადაასწრეს. „ვიტ ჯორჯია“ (11) კი ბოლოდან მეორე ადგილზეა.

მე-19 ტურის დარჩენილი შეხვედრები 21 აგვისტოს გაიმართება:

 

მერანი მრ – რუსთავი

17:30. მურთაზ ხურცილავა – მარტვილი

 

შუქურა – გარეჯი

17:30. ჩელე არენა – ქობულეთი

 

სპაერი – სამტრედია

20:00. სპაერის სტადიონი – თბილისი