ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი საქართველოში იმყოფება
ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი საქართველოში იმყოფება.
ლანდსბერგისი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.
შეხვედრის ამსახველი ფოტოები სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
გაბრიელიუს ლანდსბერგისი ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციებშიც მონაწილეობდა.
ცნობისთვის, 2024 წლის 28 ოქტომბერს ლიეტუვის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის დამარცხების შემდეგ გაბრიელიუს ლანდსბერგისი პარტიის თავმჯდომარეობიდან გადადგა, შემდეგ კი მინისტრის თანამდებობა დატოვა.