ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრომ რუსეთის საზღვართან ახლოს სკოლა გახსნა, სადაც 10 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებსა და უფროსებს დრონების მართვას, აწყობასა და პროგრამირებას ასწავლიან
ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრომ რუსეთის საზღვართან ახლოს სკოლა გახსნა, სადაც 10 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებსა და უფროსებს დრონების მართვას, აწყობასა და პროგრამირებას ასწავლიან

ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრომ რუსეთის საზღვართან ახლოს სკოლა გახსნა, სადაც 10 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებსა და უფროსებს დრონების მართვას, აწყობასა და პროგრამირებას ასწავლიან. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, ქვეყნის მასშტაბით სულ, ჯამში, ცხრა მსგავსი სკოლა გაიხსნება.

ლიეტუვის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ტომას გოდლიაუსკასი აცხადებს, რომ საქმე სამხედრო თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას ეხება, რასაც ლიეტუვა ძალიან სერიოზულად ეკიდება, რადგან რუსეთისა და ბელარუსის მეზობლად ცხოვრობს.

ბავშვებს და უფროსებს ასწავლიან პირველი პირის ხედვის, კვადროკოპტერისა და ერთფრთიანი დრონების მართვას.

მედიის ცნობით, რუსეთის კალინინგრადის ანკლავიდან 20 კილომეტრში მდებარე ტაურაგეს სკოლაში ბავშვები კომპიუტერებზე ვირტუალურ ფრენებში ვარჯიშობდნენ.