ლიეტუვის თავდაცვის მინისტრს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა
ლიეტუვის თავდაცვის მინისტრს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა

ლიეტუვის თავდაცვის მინისტრს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც სააგენტო იუწყება, რაიმუნდას კარობლისისგან ვირუსი გადაედო პენტაგონის მაღალჩინოსან ენტონი ტატას, რომელიც ლიეტუვის თავდაცვის მინისტრს რამდენიმე დღის წინ შეხვდა.

მომხდარის გამო, პენტაგონში „კოვიდ-19“-ის ტესტი კიდევ რამდენიმე მაღალჩინოსანს ჩაუტარდა, მათ შორის იყო აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებელი კრის მილერიც.

პენტაგონში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მილერს კარანტინის გავლა არ უწევს. შესაბამისი რეკომენდაცია აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა გასცა.

შეგახსენებთ, რომ გასულ თვეს „კოვიდ-19“-ის შემთხვევის დაფიქსირების გამო, კარანტინის გავლა აშშ-ის შეირაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ყველა თანამშრომელს მოუწია.