ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი - ჩვენ გვაქვს სამი-ოთხი წელი, რათა სრულად მოვემზადოთ დიდი ომისთვის ევროპაში, ჩვენ აღარ უნდა გვქონდეს ილუზიები უსაფრთხოებასთან დაკავშირებით
ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი დოვილე შაკალიენე ამბობს, რომ ევროპა მზად უნდა იყოს პოტენციური ომისთვის, რადგან ვლადიმერ პუტინი არ შეიცვლება. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
შაკალიენეს განცხადებით, ომის თავიდან აცილების ერთადერთი გზა არის ომისთვის სრული მზადყოფნა. მინისტრის თქმით, მიმდინარე წელს ევროპელი ლიდერების ქმედებები ევროპის ან გაძლიერებას, ან დაშლას დაუდებს საფუძველს.
„ჩვენ გვაქვს სამი-ოთხი წელი, რათა სრულად მოვემზადოთ დიდი ომისთვის ევროპაში. ნატო 100%-ით უნდა იყოს მზად ომისთვის ნებისმიერ მომენტში, რადგან ომის თავიდან აცილების ერთადერთი გზა არის მისთვის სრული მზადყოფნა. ჩვენ აღარ უნდა გვქონდეს ილუზიები უსაფრთხოებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა.