ლიეტუვის თავდაცვის მინისტრად რობერტას კაუნასი დაინიშნა
ლიეტუვის თავდაცვის მინისტრად რობერტას კაუნასი დაინიშნა

ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ქვეყნის თავდაცვის მინისტრად რობერტას კაუნასი დანიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ ლიეტუვის მედია ავრცელებს.

„სოციალ-დემოკრატი“ კაუნასი, რომლის გამოცდილება თავდაცვის სფეროში სეიმის (პარლამენტის) ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტში ერთ თვეზე ოდნავ მეტით შემოიფარგლება, პრემიერ-მინისტრმა ინგა რუგინეემ წარადგინა.

ლიეტუვის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რობერტას კაუნასისგან გარკვეულ სფეროებში „ნაკლებ ცოდნას” მოელოდა, თუმცა მასთან შეხვედრის შემდეგ სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩა.

„ბატონი კაუნასი კარგად იყო მომზადებული და კითხვებს უპასუხა“, – განუცხადა ნაუსედამ ჟურნალისტებს.

თავდაცვის პორტფელი ვაკანტური გახდა მას შემდეგ, რაც რუგინიენემ 22 ოქტომბერს ლიეტუვის თავდაცვის ბიუჯეტთან დაკავშირებული დავის ფონზე თანამდებობიდან დოვილე შაკალიენე გაათავისუფლა.

მთავრობამ 2026 წელს თავდაცვისთვის მშპ-ის რეკორდული – 5.38 პროცენტის დახარჯვის წინადადება წამოაყენა.

„ეს უპრეცედენტო ბიუჯეტი ძლიერ სიგნალს უგზავნის ჩვენს ნატოელ პარტნიორებს, რომ ლიეტუვა ალიანსის სანდო წევრია, რომელიც სრულად აცნობიერებს თავის გეოგრაფიულ მდებარეობას და ჩვენგან აღმოსავლეთით მდებარე მეზობლების განზრახვებს“, – განაცხადა რობერტას კაუნასმა.