ლიეტუვის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ლიეტუვა რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვის შესაძლებლობას არ გამორიცხავს
ლიეტუვის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ლიეტუვა რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვის შესაძლებლობას არ გამორიცხავს

ლიეტუვის შინაგან საქმეთა მინისტრი აგნე ბილოტაიტე აცხადებს, რომ ლიეტუვა რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

„ჩვენ გვქონდა შეხვედრა სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელთან და მთელმა გუნდმა განიხილა არა მხოლოდ ბელარუსთან საზღვრის ჩაკეტვა, არამედ სხვა ვარიანტებიც, კერძოდ, რუსეთის ფედერაციასთან საზღვრის ჩაკეტვა, რადგან შეიძლება იყოს სხვადასხვა საფრთხე და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ“, – განაცხადა ბილოტაიტემ.

ამასთან, ბილოტაიტემ აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ ძნელი სათქმელია, ბელარუსთან საზღვრის სრული ჩაკეტვის შემთხვევაში, ავტომატურად დაიხურება თუ არა რუსეთის ფედერაციასთან საზღვარი.

„ამ ეტაპზე უნდა ვთქვა, რომ რეალური საფრთხეები არ გვაქვს, მაგრამ ვხედავთ, რომ არის გარკვეული რისკი, რომ შესაძლოა, იყოს სხვადასხვა სახის პროვოკაცია“, – განაცხადა მინისტრმა.