ლიეტუვის სეიმმა, თავდაცვის რეკორდული ხარჯებით, 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა
ლიეტუვის სეიმმა, თავდაცვის რეკორდული ხარჯებით, 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

ლიეტუვის სეიმმა 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა თავდაცვის რეკორდული ხარჯებით. შესაბამის ინფორმაციას ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

მომავალი წლის ბიუჯეტში ლიეტუვის მთავრობას თავდაცვის ხარჯებისთვის გათვალისწინებული აქვს მშპ-ის 5,38% ანუ 4,79 მილიარდი ევრო. ამგვარად თვადაცვის ხარჯები, მიმდინარე წელთან შედარებით, 1,59 მილიარდი ევროთი გაიზრდება. ასევე ბიუჯეტი ითვალისწინებს სოციალური დახმარების გაზრდას, მასწავლებელთა, ექიმების, საბიუჯეტო სექტორის და ზოგიერთი სხვა სფეროს თანამშრომელთა ხელფასების მომატებას.

ამას გარდა, ხარჯები პენსიების გაზრდასაც ითვალისწინებს.

ბიუჯეტის პროექტს სეიმის 80-მა წევრმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ 3-მა დეპუტატმა მისცა ხმა, შვიდმა კი თავი შეიკავა.