ლიეტუვის საპრეზიდენტო არჩევნებში გიტანას ნაუსედამ გაიმარჯვა
ლიეტუვის საპრეზიდენტო არჩევნებში გიტანას ნაუსედამ გაიმარჯვა

ლიეტუვის საპრეზიდენტო არჩევნებში გიტანას ნაუსედამ გაიმარჯვა.

ლიეტუვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ყველა საარჩევნო ოლქის ბიულეტენების დათვლის შემდეგ, ნაუსედას ხმათა 65.86 პროცენტი აქვს, ლიეტუვის ყოფილ ფინანსთა მინისტრ ინგრიდა სიმონიტეს კი 32.86 პროცენტი.

ლიეტუვაში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 12 მაისს ჩატარდა. მაშინ ხმათა 50 პროცენტზე მეტის აღება ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოახერხა.

„ევრონიუსი“ წერს, რომ გიტანას ნაუსედამ მოქმედი პრეზიდენტის, ბალტიისპირეთის „რკინის ლედის“, დალია გრიბაუსკაიტეს მიერ განსაზღვრული პოლიტიკის გაგრძელების პირობა დადო, რომელიც ევროკავშირში კრემლის ერთ-ერთი ღია კრიტიკოსია.