ლიეტუვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გიტანას ნაუსედა იმარჯვებს
ლიეტუვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გიტანას ნაუსედა იმარჯვებს. ხმათა 25 პროცენტის დათვლის შემდეგ, ლიეტუვის ცენტრალური ბანკის საბჭოს ყოფილ წევრს, ეკონომისტ ნაუსედას 74 პროცენტი აქვს, ლიეტუვის ყოფილ ფინანსთა მინისტრს, ინგრიდა სიმონიტეს კი 26 პროცენტი.
ლიეტუვაში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 12 მაისს ჩატარდა. მაშინ ხმათა 50 პროცენტზე მეტის აღება ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოახერხა.
„ევრონიუსი“ წერს, რომ გიტანას ნაუსედამ მოქმედი პრეზიდენტის, ბალტიისპირეთის „რკინის ლედის“, დალია გრიბაუსკაიტეს მიერ განსაზღვრული პოლიტიკის გაგრძელების პირობა დადო, რომელიც ევროკავშირში კრემლის ერთ-ერთი ღია კრიტიკოსია.