ლიეტუვის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში ოპოზიციურმა მემარჯვენე-ცენტრისტულმა პარტიამ გაიმარჯვა
ლიეტუვის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში ოპოზიციურმა მემარჯვენე-ცენტრისტულმა პარტიამ გაიმარჯვა

ლიეტუვის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში ოპოზიციურმა მემარჯვენე-ცენტრისტულმა პარტიამ „სამშობლოს კავშირი-ლიეტუვის ქრისტიან დემოკრატები“ გაიმარჯვა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მათ 24.7% მიღება შეძლეს. მმართველმა პარტიამ „ფერმერთა და მწვანეთა კავშირი“ კი, 17.6% აიღო.

ამასთან, მმართველ კოალიციაში შემავალმა კიდევ სამი პარტიიდან ვერც ერთმა 5%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო.

ლიეტუვის სეიმი 141 ადგილიანია. 70 დეპუტატს პროპორციული სიით, 71-ს კი, ერთმანდატიანი ოლქიდან მაჟორიტარული სისტემით ირჩევენ.

არჩევნების მეორე ტური 25 ოქტომბერს გაიმართება იმ ერთმანდატიან ოლქებში, სადაც კანდიდატმა გამარჯვებისთვის აუცილებელი ხმების მოგროვება პირველ ტურში ვერ შეძლო.