ლიეტუვის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი განიხილავს, ბალტიის რეგიონში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე უკრაინული წარმოების დრონებით იერიშები მიიტანოს, რათა საკუთარი პასუხისმგებლობა უარყოს
ლიეტუვის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი განიხილავს უკრაინული წარმოების დრონების გამოყენების შესაძლებლობას, რათა ბალტიის რეგიონში კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე იერიშები მიიტანოს.
მათივე ცნობით, რუსეთმა, შესაძლოა, გამოიყენოს ნადავლის სახით აღებული უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატები, რათა თავდასხმის წარმომავლობასთან დაკავშირებით გაურკვევლობა შექმნას და ნატო-ს ტერიტორიაზე განხორციელებულ დარტყმებზე პასუხისმგებლობა უარყოს.
თავის მხრივ, ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა, რობერტას კაუნასმა დაზვერვის ეს შეფასება დაადასტურა.
„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსეთი განიხილავს ბალტიის რეგიონში კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე არატრადიციული კინეტიკური თავდასხმების განხორციელების შესაძლებლობას. სავარაუდოდ, ამ მიზნით რუსეთმა, შეიძლება, უკრაინული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენოს“, – განაცხადა ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა.
კაუნასს არ დაუკონკრეტებია, რომელი ობიექტები შეიძლება გახდეს სამიზნე ან რა ვადებში შეიძლება განხორციელდეს შესაძლო თავდასხმები.