ლიეტუვის სახელმწიფოებრიობის აღდგენიდან 101 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თბილისის ანძა ლიეტუვის დროშის ფერებში განათდა
ლიეტუვის სახელმწიფოებრიობის აღდგენიდან 101 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თბილისის ანძა ლიეტუვის დროშის ფერებში განათდა

ლიეტუვის სახელმწიფოებრიობის აღდგენიდან 101 წელი გავიდა. თარიღთან დაკავშირებით დედაქალაქის საკრებულოში საზეიმო მიღება გაიმართა. ღონისძიება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ლიეტუის ელჩთან, გიედრიუს პუოჯუნასთან ერთად გახსნა. მიღებას დიპლომატიური კორპუსის, ადგილობრივი სათემოების წარმომადგენლები და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.

დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად, ლიეტუვა ე.წ. პარტიზანების დეკლარაციის მიღებასაც აღნიშნავს, რომელიც ქვეყანამ 1949 წლის 16 თებერვალს მიიღო.

თარიღთან დაკავშირებით თბილისის ანძა ლიეტუვის დროშის ფერებში განათდა.