ლიეტუვის საგარეო უწყება შატილში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის მსხვერპლთა ოჯახებს უსამძიმრებს
ლიეტუვის საგარეო უწყება შატილში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის მსხვერპლთა ოჯახებს უსამძიმრებს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო შატილში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის მსხვერპლთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

უწყება შესაბამის განცხადებას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ავრცელებს.

„უკიდურესად დამწუხრებულები ვართ შატილში მომხდარი ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევის გამო. გულწრფელად ვუსამძიმრებთ ოჯახებს, რომლებმაც საყვარელი ადამიანები დაკარგეს“, – ნათქვამია ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა.

ავტოსაგზაო შემთხვევა დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს სიახლოვეს მოხდა. სამგზავრო მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან, კლდოვან ფერდობზე გადავარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.