ლიეტუვის საგარეო უწყება – მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ველოდებით, რომ კანონის უზენაესობის პრინციპები დაცული იქნება

11:16, 02.10.2021

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ეხმაურება.

როგორც უწყების მიერ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ლიეტუვა ელოდება, რომ კანონის უზენაესობის პრინციპები დაცული იქნება.

„ლიეტუვა ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებას მის სამშობლოში. ჩვენ ველოდებით, რომ კანონის უზენაესობის პრინციპები და შესაბამისი პროცესი დაცული იქნება. მტკიცედ მოვუწოდებთ ნებისმიერი პოლიტიზირებული გადაწყვეტილებისგან თავის შეკავებისკენ“, – ნათქვამია ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

https://twitter.com/LithuaniaMFA/status/1444047441402150915?fbclid=IwAR3PVJs6PQv6DxcU3n0FS69OVdXqZ4dDexTEApLiV_Xemod4FwSeYZfBJzk

 

მსგავსი