ლიეტუვის საგარეო უწყება – საქართველოში ძალადობა ჟურნალისტების წინააღმდეგ შოკიმომგვრელი და მიუღებელია

20:02, 11.07.2021

ძალადობა ჟურნალისტების წინააღმდეგ საქართველოში შოკიმომგვრელი და მიუღებელია, – ამის შესახებ აღნიშნულია ლიეტუვის საგარეო უწყების განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს დაუყოვნებლივ ორგანიზატორების წინააღმდეგ და დაუშვას ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების დამოუკიდებელი გამოძიება.

„ნებისმიერი სხვა კურსი არის შეუსაბამო საქართველოს დემოკრატიულ მონაპოვართან“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი