ლიეტუვის საგარეო უწყება – 14 წლის წინ რუსეთი შეიჭრა საქართველოში, მსოფლიოს უნდა შეეჩერებინა პუტინი მაშინ, გაკვეთილი ნასწავლია, ახლა რუსეთი უნდა შეჩერდეს უკრაინაში
ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო აგვისტოს ომთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორვ უწყებაში აცხადებენ, ლიეტუვა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
„14 წლის წინ რუსეთი შეიჭრა საქართველოში. აგრესიამ გამოავლინა განახლებული და მუდმივად გაფართოებადი რუსული რევანშიზმი. მსოფლიოს უნდა შეეჩერებინა პუტინი მაშინ, გაკვეთილი ნასწავლია. ახლა რუსეთი უნდა შეჩერდეს უკრაინაში. საკმარისია“, – ნათქვამია განცხადებაში.
🇱🇹stands in firm support of 🇬🇪 territorial integrity and sovereignty. 14y ago #Russia invaded #Georgia. The aggression showed renewed & ever expanding 🇷🇺revanchism. The world must have stopped Putin then. Lessons weren’t learnt.🇷🇺must be stopped in #Ukraine now. Enough is enough.
— Lithuania MFA | #StandWithUkraine (@LithuaniaMFA) August 7, 2022