ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი - ზაზა გახელაძე დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი - ზაზა გახელაძე დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს

ზაზა გახელაძე დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, – განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა, რომელმაც ვიზიტის შემაჯამებელი პრესკონფერენცია ავსტრიისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად თბილისში გამართა.

„ჩვენი ვიზიტი ძალიან კარგ დროს შედგა. საქართველოში გვქონდა შესანიშნავი შეხვედრები. ვისაუბრეთ ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლების აუცილებლობაზე. ეს ძალიან მტკივნეული საკითხია საქართველოს მთავრობისთვის და მხარს ვუჭერთ მათ მოთხოვნას, რომ უკანონოდ დაკავებული ადამიანი დაუყოვნებლივ უნდა იყოს გათავისუფლებული. ასევე ხაზი გავუსვით, რომ შეთანხმება, რომელშიც ევროკავშირი მონაწილეობდა, უნდა შესრულდეს.

ასევე, შევაქეთ საქართველოს ჩართულობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ნდობის აღდგენის ღონისძიებაში. ვფიქრობ, საქართველოს განსაკუთრებული როლის თამაში შეუძლია რეგიონში მეტი სტაბილურობისთვის, თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ, ლიდერობა აიღოთ ხელში და მიხარია, რომ ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯები გადადგმულია“, – განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.