ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი – წარვადგენთ 6-პუნქტიან ინიციატივას, როგორ ვიმოქმედოთ საქართველოსთან მიმართებაში, რამდენადაც ჰუმანიტარული ვითარება უარესდება

11:09, 23.06.2025

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, კიასტუტის ბუდრისის განცხადებით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე დღეს საქართველოს შესახებაც იმსჯელებენ.

„საქართველოს საკითხზე, ლიეტუვის ინიციატივით, წარვადგენთ 6-პუნქტიან ინიციატივას, როგორ ვიმოქმედოთ საქართველოსთან მიმართებაში, რამდენადაც ჰუმანიტარული ვითარება უარესდება და ახლა შესაბამისი დროა ამისთვის. ჩვენ უკვე გავავრცელეთ ჩვენი წინადადებები და რეკომენდაციები და ჯერ ჩემს კოლეგებთან განვიხილავ ყველაფერს – სამოქალაქო საზოგადოების დამატებითი მხარდაჭერით დაწყებული, საქართველოში არსებული სავიზო რეჟიმის გადახედვამდე“, – განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მსგავსი