ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი - ვლადიმერ პუტინს უკრაინელი ხალხის განადგურება სურს, უკრაინის არსებობის იდეა მისთვის მიუღებელია
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი - ვლადიმერ პუტინს უკრაინელი ხალხის განადგურება სურს, უკრაინის არსებობის იდეა მისთვის მიუღებელია

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინელი ხალხის განადგურება სურს.

გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებით, ვლადიმერ პუტინი ცდილობს, გაანადგუროს უკრაინელი ხალხი, ამიტომ მისი ქმედებებს შესაძლებელია, რომ ეწოდოს გენოციდი.

„პუტინისა და მისი გარემოცვის პოლიტიკური განცხადებებიდან რასაც ვხედავთ, არის ხალხის განადგურების მცდელობა. უკრაინის არსებობის იდეა მისთვის მიუღებელია. სწორედ აქედან მომდინარეობს ტერმინოლოგია „გენოციდი“. მოცულობა ალბათ უფრო ნათელი გახდება, ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ზოგჯერ განზრახვა, მცდელობა თავისთავად დანაშაულთან არის შედარებული“, – განაცხადა ლანდსბერგისმა.