ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ, შესაძლოა, საჭირო გახდეს ასობით ათასი ჯარისკაცის გაგზავნა, რომლებიც მომავალში რუსეთს აგრესიისგან შეაკავებენ
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ, შესაძლოა, საჭირო გახდეს ასობით ათასი ჯარისკაცის გაგზავნა, რომლებიც მომავალში რუსეთს აგრესიისგან შეაკავებენ

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი კიასტუსის ბუდრისი მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ, შესაძლოა, საჭირო გახდეს ასობით ათასი ჯარისკაცის გაგზავნა, რომლებიც მომავალში რუსეთს აგრესიისგან შეაკავებენ.

მისივე თქმით, თუნდაც რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები წარიმართოს, მკაცრი გადაწყვეტილებები უნდა იქნეს მიღებული, რათა მომავალში არ განმეორდეს რუსეთის აგრესია და ამის ერთ-ერთი გარანტია ევროპული ქვეყნებიდან ჯარების გაგზავნაა.

„ჩვენ ვიცით, რა რიცხვებია საჭირო რუსეთის შესაკავებლად. საუბარია ასიათასობით ჯარისკაცზე“, – აღნიშნა ბუდრისმა.

ამასთან, კიასტუსის ბუდრისმა მიღწევა უწოდა იმ ფაქტს, რომ „ევროპული ქვეყნები საბოლოოდ ამას ხმამაღლა განიხილავენ“.

შესაძლო მშვიდობაზე ან ზავის შესახებ საუბრისას ბუდრისმა აღნიშნა, რომ მას არ სჯერა, რომ რუსეთი შეთანხმებას დაიცავს.