ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი კიასტუსის ბუდრისი აცხადებს, რომ ქვეყანამ კიდევ 17 ქართველ თანამდებობის პირს დაუწესა სანქციები
ლიეტუვამ კიდევ 17 ქართველ თანამდებობის პირს დაუწესა სანქციები, მათ შორის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს.
ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი კიასტუსის ბუდრისი სოციალურ ქსელში წერს.
„ლიეტუვა მხარს უჭერს ქართველ ხალხსა და მათ ევროპულ ოცნებას. ესტონეთთან კოორდინაციაში, ჩვენ გავაფართოვეთ სანქცირებული ქართველი პოლიტიკოსების სია დამატებით 17 პირის სიაში შეყვანით, მათ შორის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის. ჩვენ არ დავუშვებთ ძალადობასა და ჩაგვრას მშვიდობიანი აქციების მონაწილეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის მიმართ. დადგა დრო, ერთობლივი ქმედებებისთვის ევროკავშირის დონეზე“, – წერს კიასტუსის ბუდრისი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, მანამდე, ლიეტუვისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოაქვეყნეს საქართველოს იმ მოქალაქეთა სია, რომლებსაც მათ ქვეყნებში შესვლა აეკრძალათ. ამასთან, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ განაცხადა, რომ ესტონეთმა კიდევ 14 ქართველ თანამდებობის პირს დაუწესა სანქციები, მათ შორის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს.
#Lithuania stands with the people of #Georgia& their European dream.
In coordination with Estonia, we have expanded the list of sanctioned Georgian politicians by adding 17 more individuals, including Prime Minister Irakli Kobakhidze.
We will not tolerate the violence&…
— Kęstutis Budrys (@BudrysKestutis) December 15, 2024