ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი - ევროპის ნებისმიერ დედაქალაქში რუსეთის ელჩების დატოვებას აზრი აღარ აქვს
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი - ევროპის ნებისმიერ დედაქალაქში რუსეთის ელჩების დატოვებას აზრი აღარ აქვს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი ევროპის ყველა ქვეყანას მოუწოდებს, გაიწვიონ რუსეთის ელჩები. ამის შესახებ განცხადება გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ბალტიისპირეთის სახელმწიფოებისა და პოლონეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებთან შეხვედრის დროს გააკეთა.

„რუსეთის ელჩების ევროპის ნებისმიერ დედაქალაქში დატოვებას აზრი აღარ აქვს. უმრავლეს შემთხვევაში ეს უკვე არა დიპლომატიური, არამედ პროპაგანდის ინსტიტუტია, რომელიც ხელს აფარებს სამხედრო დანაშაულებებს და, ზოგადად, ეწევა გენოციდის პროპაგანდას“, – განაცხადა ლანდსბერგისმა.

ლიეტუვამ რუსეთი ელჩი ქვეყნიდან ჯერ კიდევ შარშან, აპრილში გააძევა. წელს ესტონეთმა მოითხოვა რუსეთის საელჩოში მომუშავე დიპლომატებისა და პერსონალის რაოდენობის შემცირება, რაზე საპასუხოდაც რუსეთმა ესტონეთის ელჩი გაიწვია. ანალოგიური ნაბიჯი გადადგა ტალინმაც.

რამდენიმე დღეში კი ლატვიამ განაცხადა, რომ ლიეტუვასა და ესტონეთთან სოლიდარობის ნიშნად გაიწვევს რუსეთის ელჩს, რომელმაც ქვეყანა 24 თებერვლამდე უნდა დატოვოს.