ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი 9 მაისს რობერტ ფიცოს მოსკოვში ჩასვლას „აბსოლუტურად გაუგებარს“ უწოდებს
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი კიასტუტის ბუდრისი სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რობერტ ფიცოს 9 მაისს მოსკოვში ჩასვლის გამო აკრიტიკებს.
ბუდრისი სლოვაკეთის პრემიერის ამ გადაწყვეტილებას „აბსოლუტურად გაუგებარს“ უწოდებს.
„სამწუხაროა, რომ ნატო-ს და ევროკავშირის წევრი ქვეყნის ლიდერმა გადაწყვიტა, წასულიყო იმ სახელმწიფოს დედაქალაქში, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომის დანაშაულებს ჩადის და მეზობლების წინააღმდეგ აგრესიას ახორციელებს“, – ამბობს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.
ლიტუველმა დიპლომატმა ასევე განაცხადა, რომ ფიცოს მოსკოვში ვიზიტი კითხვებს ბადებს იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ინტერესებს უჭერს ის მხარს.
„ეს სლოვაკეთის, ასევე ევროკავშირისა და ნატო-ს პოზიციების გაყოფაა. ეს ძალიან ცუდი ნიშანია“, – აღნიშნა ბუდრისმა.