ლიეტუვის საელჩო – ლიეტუვა პარტნიორებთან ერთად იხსენებს და პატივს მიაგებს მათ, ვინც იბრძოდა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ და დაიღუპა 2008 წლის აგვისტოში

11:13, 07.08.2025

17 წლის წინ რუსეთი შეიჭრა საქართველოში, ლიეტუვა პარტნიორებთან ერთად იხსენებს და პატივს მიაგებს მათ, ვინც იბრძოდა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ და დაიღუპა 2008 წლის აგვისტოში, – ამის შესახებ საქართველოში ლიეტუვის საელჩო სოციალურ ქსელში წერს.

„ჩვენი ურყევი მხარდაჭერა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საქართველოს“, – ნათქვამია საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 17 წელი გავიდა. 2008 წლის 7 აგვისტოს სეპარატისტებმა ქართული სოფლების ინტენსიური დაბომბვა დაიწყეს, რასაც საპასუხო ცეცხლის გახსნა, 8 აგვისტოს კი რუსეთის საოკუპაციო ჯარის შემოსვლა მოჰყვა. საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ომის შედეგად დაიღუპა 411 ადამიანი, დევნილად იქცა 130 000-მდე მოქალაქე, განადგურდა სოფლები, დაიბომბა ქალაქი გორი და სტრატეგიული ობიექტები. რუსეთის მიერ კვლავ ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი.

 

მსგავსი