ლიეტუვის პრეზიდენტმა ნორმანდიული სამიტის დაწყებამდე უკრაინის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა
ლიეტუვის პრეზიდენტმა ნორმანდიული სამიტის დაწყებამდე უკრაინის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა

ნორმანდიული სამიტის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, ლიეტუვის პრეზიდენტი უკრაინის მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს. შესაბამისი განცხადება გიტანას ნაუსედამ მიკრობლოგ „ტვიტერის“ საშუალებით გააკეთა.

„ახლოვდება ნორმანდიული ოთხეულის სამიტი. ლიეტუვა მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს მინსკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები“, – წერს ლიეტუვის პრეზიდენტი.

ხვალ პარიზში ნორმანდიული ოთხეულის შეხვედრა გაიმართება. ეს 2016 წლის შემდეგ ლიდერების დონეზე ჩატარებული პირველი ნორმანდიული სამიტი იქნება.