ლიეტუვის პრეზიდენტის მრჩეველი - „ამერიკის ხმის“, „რადიო თავისუფლების“ და სხვა მედიების შესაძლო დაფინანსებაზე უნდა ვისაუბროთ, ვიდრე ვისხდეთ და მოვითხოვოთ, ეს სხვამ გააკეთოს
ლიეტუვის პრეზიდენტის მრჩეველი - „ამერიკის ხმის“, „რადიო თავისუფლების“ და სხვა მედიების შესაძლო დაფინანსებაზე უნდა ვისაუბროთ, ვიდრე ვისხდეთ და მოვითხოვოთ, ეს სხვამ გააკეთოს

ლიეტუვის პრეზიდენტის უფროსი მრჩეველი ფრედერიკას იანსონასი მიიჩნევს, რომ „ამერიკის ხმის“, „რადიო თავისუფლების“, „თავისუფალი ევროპის“ და სხვა მედიასაშუალების საქმიანობა ევროკავშირმა ან ცალკეულმა ევროპულმა ქვეყნებმა უნდა დააფინანსონ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ამის აუცილებლობას დაინახავენ.

მისი თქმით, უკეთესია ამ მედიასაშუალებების დაფინანსება, ვიდრე მოთხოვნა, რომ ეს სხვამ გააკეთოს.

„თუკი ევროკავშირი ან რეგიონის ცალკეული სახელმწიფოები ხედავენ, რომ ეს მედიასაშუალებები საჭიროა ინფორმაციის გასავრცელებლად იმ ქვეყნებში, სადაც ცენზურა არსებობს, ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვისაუბროთ ამ მედიასაშუალებების შესაძლო დაფინანსებაზე, ვიდრე ვისხდეთ და მოვითხოვოთ, რომ ეს სხვამ გააკეთოს ჩვენთვის“, – განაცხადა იანსონასმა.