ლიეტუვის პრეზიდენტი - მოვუწოდებ ევროკავშირს, გამოხატოს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიმართ
ლიეტუვის პრეზიდენტი - მოვუწოდებ ევროკავშირს, გამოხატოს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიმართ

მოვუწოდებ ევროკავშირს, გამოხატოს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიმართ, და მათ ევროინტეგრაციის გზა გაუხსნას, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ვილნიუსში, უკრაინის რეფორმებთან დაკავშირებულ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ლიეტუვის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირს შეუძლია დაიწყოს ასოცირებული წევრების ევროგაერთიანების შიდა ბაზარში ინტეგრაციის პროგრესი.

„ნუ დაგვავიწყდება, რომ ინტეგრაცია უნდა განხორციელდეს ორმხრივი ძალისხმევით – ჩვენ უნდა შევთავაზოთ მკაფიო პერსპექტივები“, – განაცხადა ნაუსედამ.

ვილნიუსის კონფერენცია რიგით მეოთხე საერთაშორისო ფორუმია, რომელიც უკრაინაში განხორციელებულ რეფორმებს ეძღვნება. მას ასევე ესწრება უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი. წინა კონფერენციები ლონდონში, კოპენჰაგენსა და ტორონტოში ჩატარდა.