საეჭვო საქმიანი კავშირების გამო, ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დატოვა
საეჭვო საქმიანი კავშირების გამო, ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დატოვა

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა, გინტაუტას პალუცკასმა თანამდებობა დატოვა.

პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას თქმით, პრემიერმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ დღეს დილით სატელეფონო ზარით აცნობა.

გადადგომამდე უკვე ყოფილი პრემიერი სკანდალში გაეხვია. ლიეტუვის მედიამ გამოავლინა მისი საეჭვო საქმიანი კავშირები, რის საფუძველზეც გენერალურმა პროკურატურამ მოკვლევა დაიწყო.

მოგვიანებით, ფინანსური დანაშაულების გამოძიების სამსახურის თანამშრომლებმა ჩხრეკის ოპერაცია ჩაატარეს კომპანია „დანკორაში“, რომელიც პრემიერის ცოლისძმას ეკუთვნის. აღნიშნული კომპანია ევროპულ დაფინანსებას იღებდა და იძენდა აკუმულატორის სისტემებს თავად პრემიერის კომპანია „გარნისისგან“.