ლიეტუვას პრემიერ-მინისტრი სვეტლანა ციხანოვსკაიას შეხვდა
ლიეტუვას პრემიერ-მინისტრი სვეტლანა ციხანოვსკაიას შეხვდა

ლიეტუვას პრემიერ-მინისტრი საულიუს სკვერნელისი ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატს, სვეტლანა ციხანოვსკაიას შეხვდა, რომელიც 11 აგვისტოდან ლიეტუვაში იმყოფება. ლიეტუვის პრემიერმა ციხანოვსკაიას ბელარუსის ეროვნული ლიდერი უწოდა.

შეხვედრის შესახებ საულიუს სკვერნელისი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

„შევხვდი ბელარუსის ეროვნულ ლიდერს, სვეტლანა ციხანოვსკაიას. დავარწმუნე ის, რომ ლიეტუვა და ჩვენი უახლოესი პარტნიორები შექმნილ ვითარებას ყურადღებით ადევნებენ თვალს და მხარს უჭერენ ბელარუსის ხალხს დემოკრატიისკენ, თავისუფლებისა და სამართლიანი არჩევნებისკენ სწრაფვაში. ვიმედოვნებ, რომ ის და მისი ოჯახი მალე შეძლებენ გაერთიანებას“, – წერს ლიეტუვას პრემიერ-მინისტრი საულიუს სკვერნელისი.